არის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე აპარატი სახისა და სხეულის კრიოლიპოლიზის პროცედურისთვის, ცხიმოვანი უჯრედების უსაფრთხო არაქირურგიულად მოცილებისთვის გარკვეულ პრობლემურ ადგილებში.
Coccon-ის ტექნიკა ეფუძნება ცხიმოვანი ქსოვილის კონტროლირებად ადგილობრივ გაგრილებას და დამატებით ვაკუუმურ ზემოქმედებას. Coccon-ის აპარატით შესაძლებელია ერთდროულად 2 უბანზე კრიოლიპოლიზის ჩატარება და ლოკალიზებული ცხიმოვანი ჩანართების სამკურნალოდ სხვადასხვა პარამეტრის დაყენება.
ენდოსფერო არის კანის მოვლის ინოვაციური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია მიკროვიბრაციის მქონე სპეციალური აპარატის გამოყენებაზე, რომელიც რბილად ამასაჟებს სახესა და სხეულის კანს. ეს პროცედურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის ტონუსს და აგლუვებს ნაოჭებს, აძლევს კანს ახალგაზრდულ იერს. ენდოსფერო თერაპია ასევე ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს, რაც ამცირებს შეშუპებას და აძლევს კანს ჯანსაღ ბზინვარებას. გარდა ამისა, ხდება კოლაგენისა და ელასტინის სტიმულირება ენდოსფეროს აპარატის მასაჟით, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური, რაც ანელებს დაბერების პროცესს და კანს ხდის კიდევ უფრო ახალგაზრდულსა და ლამაზს.
IPL არის ინტენსიური პულსირებული შუქი (IPL) და გზა თქვენი ფერის და ტექსტურის გასაუმჯობესებლად ოპერაციის გარეშე. IPL-ის სისტემა იყენებს სინათლის ენერგიას თქვენი კანის გარკვეული ფერის დასამიზნებლად. ლაზერებისგან განსხვავებით, IPL მოწყობილობა აგზავნის პულსირებულ შუქს ერთზე მეტ ტალღის სიგრძეზე.მას ერთდროულად შეუძლია კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობა.
ლაზერული პროცედურა, აქტიურად ებრძვის კაპილარებსა და პიგმენტურ ლაქებს, T ზონას ხდის ნაკლებად ცხიმიანს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს. არ შეიძლება ორსულობისას, ლაქტაციისას, ონკოლოგიური დაავადებისას და მუქ კანზე.
პროცედურა არის ინვაზიური რფ, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლირებად ფრაქციულ ზემოქმედებას რადიოტალღებით, რომლებიც ათბობენ კანს და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, ამის შედეგად კი უმჯობესდება სისხლმომარაგება, გამომუშავდება მეტი კოლაგენი და ელასტინი, იწყება უჯრედების განახლების პროცესი , პროცედურა აქრობს წვრილ და ღრმა ნაოჭებს, მცირდება ფორები. საბოლოო შედეგი პროცედურიდან 1 თვეში. ნემსების გაცხელება ხდება მთელ სიგრძეზე (რაოდენობა ნემსების არის 24 სახეზე და სხეულზე 40).
ეს პროცედურა ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ფორების შევიწროებასა და შავი წერტილების მოშორებას. ის დაფუძნებულია ნახშირბადის გამოყენებაზე, ამ პროცედურის დროს ხდება კანის წმენდა, განახლება და წვრილი მიმიკური ნაოჭების გასწორება.
ექსილისი არის არაინვაზიური პროცედურა, რომელიც აერთიანებს რადიოსიხშირის და ულტრაბგერით ენერგიას, რის შედეგადაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით კოლაგენი და ელასტინი. ეს პროცედურა ამკვრივებს კანს, ასწორებს წვრილ და ღრმა ნაოჭებს, აკორექტირებს სახის ოვალს, ებრძვის ზედმეტ ცხიმსა და ცელულიტს პრობლემურ ადგილებში.
მცირედინვაზიური რადიოსიხშირული მკურნალობა, კანს აწვდის ენერგიას მიკრონემსების დახმარებით და მხოლოდ ნემსის თავები თბება ზედაპირულად, წარმოიქმნება ლოკალიზებული სითბო, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის წარმოშობას . მისი ელექტროდები შედიან უშუალოდ დერმაში, ეფექტურია ნაწიბურებთან და შესაძლებელია მუქ კანზეც იქნას გამოყენებული.
ლაზერული ეპილაცია
პროცედურა არის უმტკივნეულო, ჰიბრიდული თავაკი საშუალებას იძლევა კანი დაიცვას დაზიანებისაგან, აქვს გაგრილების ფუნქცია, პროცედურა ეფექტურია ღია და მუქი თმისათვის. პროცედურა ტარდება 21-30 დღის ინტერვალით