ყბა-სახის ქირურგი, პერიოქირურგი, იმპლანტოლოგი, სტომატოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატი.
20 წელზე მეტი გამოცდილება, მუშაობდა წამყვან კლინიკებში. ის რეგულარულად აუმჯობესებს თავის უნარებს კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობით მთელს მსოფლიოში.
არჩილი სპეციალიზირებულია სტომატოლოგიურ ქირურგიაში, პაროდონტოლოგიაში, იმპლანტოლოგიაში და არის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი.
ჩვენი მისიაა პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, უმტკივნეულო და ხარისხიანი სტომატოლოგიური მომსახურება. გვჯერა, რომ ჯანმრთელი ღიმილი მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოემოციური ჯანმრთელობისთვის და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს თითოეულმა ჩვენმა პაციენტმა იგრძნოს.
გავხდეთ სტომატოლოგიური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მოწინავე კლინიკა კავკასიის რეგიონში, სადაც პაციენტი იღებს არა მხოლოდ ხარისხიან მკურნალობას, არამედ ზრუნვას, ყურადღებას და ინდივიდუალურ მიდგომას.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სტომატოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ევროპული და ამერიკული მწარმოებლების პრემიუმ ციფრული აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს:
მივაღწიოთ მიკროსკოპულ სიზუსტეს პროთეზირებაში. პირველივე ვიზიტის დროს იქმნება დროებითი ორთოპედიული კონსტრუქციები იმპლანტებისა და გვირგვინების 3D მოდელების გამოყენებით, რომლებიც მაშინვე ფიქსირდება. მუდმივი ვინირების ან ხელოვნური გვირგვინის მოლოდინში პაციენტს არ უწევს კბილების არქონის გამო დისკომფორტის განცდა;
ინოვაციების დანერგვა ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ციფრული დაგეგმვისა და მკურნალობის პროგნოზირებადი შედეგების მეშვეობით. პაციენტმა ყოველთვის იცის, რას უნდა ელოდოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისგან;
ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება მაქსიმალური ეფექტურობით და უსაფრთხოებით – გვაქვს ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტომოგრაფია გამოსხივების ყველაზე დაბალი დოზით;
ორთოდონტიული მკურნალობის ოპტიმალური სახეობების შერჩევა და დაყენება- ყველა ტიპის აპარატები, ბრეკეტ-სისტემები და ელაინერები სწორი თანკბილვის შესაქმნელად.
პაციენტებისა და ექიმების უსაფრთხოება კლინიკაში უზრუნველყოფილია სამეტაპიანი სტერილიზაციისა და კონტროლის გზით, რაც შესაძლებელია ჩვენი საკუთარი ,უმაღლესი კლასის სტერილიზაციის არსებობის გამო. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებისა და თავაკების დამუშავების ხარისხის უპრეცედენტო დონე,ერთჯერადი სახარჯო მასალის საჭირო რაოდენობის ხელმისაწვდომობასთან ერთად.
ყველა პროცედურა ტარდება ანესთეზიით. ჩვენთან მოსულ მოზრდილებს და ბავშვებს აღარ ეშინიათ სტომატოლოგების.
Total Charm Dental-ში შევკრიბეთ საუკეთესო ექიმები. ყველა სპეციალისტმა გაიარა სტაჟირება ევროპულ კლინიკებში, ისინი დაეუფლნენ თანამედროვე ტექნიკას და მუშაობენ საერთაშორისო პროტოკოლებით. რეგულარული ტრენინგი და მონაწილეობა სტომატოლოგიურ კონგრესებში შესაძლებელს ხდის კვალიფიკაციის დონის მუდმივ გაუმჯობესებას. საბავშვო სტომატოლოგიაში მუშაობენ მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ექიმები და მათ აქვთ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.